ლეგიონერები

 2019/30/08 20:37

ლეგიონერები
საბა კვირკველია: რონალდუსთვის მაისურის გამორთმევა იდეალური იქნება
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელმა, საბა კვირკველიამ, კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, გულშემატკივრებს საინტერესო მატჩები ელოდებათ:

–  სიმართლე გითხრათ ასეთ ჯგუფს არ ველოდი, მაგრამ საინტერესო იქნება. ატლეტიკოს ცოტა ხნის წინ ვეთამაშეთ. იუვენტუსს რაც შეეხება, მათი დამარცხება და შემდეგ, რონალდუსთვის მაისურის გამორთმევა იდეალური იქნება. ლოკომოტივს ყველაფერი შეუძლია, რადგან საოცარი გულშემატკივარი ჰყავს.

შეგახსენებთ, „რკინიგზელები“ D-ჯგუფში მოხვდნენ:

D - ჯგუფი

იუვენტუსი,

ატლეტიკო,

ლევერკუზენი,

მოსკოვის ლოკომოტივი.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები