ეროვნული ნაკრებები

 2019/16/03 17:43

ეროვნული ნაკრებები
რუსებმა რაგბიში მოგვიგეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

სანამ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში საქართველოსა და რუსეთის ეროვნული  გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მანამდე საქართველო XV და რუსეთის A ნაკრები დაუპირისპირდა ერთმანეთს.  საქართველო XV საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, დიდი 10-ის, მორაგბეებისგან შემდგარი გუნდია. 

მატჩი საკმაოდ უცნაურად წარიმართა და შეხვედრის პირველ ნახევარში, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა. (0:0) 

მეორე ნახევარი რუსების უპირატესობით დაიწყო და პირველი 15 წუთი ჩვენს 22-მეტრიან ზონაშიც ამოგვკეტეს. მათი ეს დომინირება საქართველო XV-ის ჩათვლის მოედანში დადებული ლელოთიც დასრულდა. 

ამის შემდეგ, ქართველები გააქტიურდნენ. შეტევაში უფრო მეტად აგრესიულები გახდნენ, მაგრამ შეუთამაშებლობამ იჩინა თავი. ქართველი მორაგბეები კარგად უტევდნენ და რამდენიმე ეპიზოდში ლელოს დადებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ  ჩვენს თამაშში ძალიან ბევრი იყო ტექნიკური წუნი და ამ სათამოში დისციპლინამ შედეგზეც იქონია გავლენა. საქართველო XV-ის რიგებში ერთადერთი ჯარიმა ბექა წიკლაურის ანგარიშზეა

მატჩის მიწურულს კი, რუსებმა ერთი ლელეოც დაგვიდეს და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.

საბოლოოდ, ძალიან დაძაბული მატჩი რუსეთის A ნაკრების გამარჯვებით 12:3 დასრულდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები