ეროვნული ნაკრები

 2018/19/05 14:55

ეროვნული ნაკრები
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: კვირკველია ქართველია და საკუთარი სამშობლო უყვარს
ავტორი
ლუკა ახალაძე

რუსულ გამოცემა „სპორტ-ექსპერსთან“ ინტერვიუში სტანისლავ ჩერჩესოვმა სოლომონ კვირკველიაზე ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, სანამ ტანმაღალი ქართველი ჩვენს ნაკრებში ითამაშებდა, რუსები მის გადაბირებას ცდილობდნენ. როგორც ჩანს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები დღემდე ნანობენ, რომ სოლომონ კვირკველია მათ ნაკრებში არ თამაშობს. სწორედ ზემოთ ხსენებულ საკითხს შეეხნენ ჟურნალისტი და რუსთა მთავარი მწვრთნელი. გთავაზობთ, ნაწყვეტს ინტერვიუდან:

 როდესაც სოლომონ კვირკველიას შესანიშნავ თამაშს უყურებ, რთულია არ ნანობდე, რომ ის რუსეთის მოქალაქე არ არის.

 სხვათა შორის, ამ საკითხს შევეხეთ მე და ფაბიო კაპელო თურქეთში ყოფნის დროს. მაშინ მე ჯერ კიდევ მოსკოვის დინამოს მწვრთნელი ვიყავი. კვირკველია უმაღლესი დონის მოთამაშეა. ის ქართველია, მას უყვარს საკუთარი სამშობლო და რაც არის, ის არის. შესაძლოა, იმავე ჯიქიასაც არ ჰქონოდა რუსული პასპორტი.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები