ეროვნული ლიგა

 2018/09/11 20:59

ეროვნული ლიგა
რუსთავის ცუდი სერია გრძელდება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

რუსთავი - სიონი 0:3 

თბილისი. მიხეილ მესხი 2

0:1 კოშკაძე (11) 0:2 დ. კირკიტაძე (61) 0:3 დათუნაიშვილი (90) 

რუსთავი: სეფიაშვილი, სილაგაძე, ხუბუტია (32. გადრანი), კვირკველია, თ.კირკიტაძე (84. ზვიადაძე), კლიმიაშვილი (30. თარხნიშვილი), პაპავა, ციცქიშვილი, ქავთარაძე, კვარაცხელია, ლობჯანიძე. 

სიონი: ზარქუა, მინდორაშვილი, ნოზაძე, გურეშიძე, გიორბელიძე, დათუნაიშვილი, ხმალაძე, დ. კირკიტაძე, კოშკაძე (83. სიხარულია), ისიანი (90. ქიქავა), უგულავა (68. მანაგაძე). 

გაფრთხილება: გიორბელიძე (45) ხმალაძე (60) სილაგაძე (74) თ. კირკიტაძე (82) 

ქვემო ქართლურ დერბიში ბოლნისელებმა იმარჯვეს. ეროვნული ლიგის 32-ე ტური ე.წ. 6-ქულიანი მატჩით გაიხსნა.    თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი გუნდები რუსთავი და ბოლნისის სიონი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 

მატჩი ბოლნისელებმა აქტიურად დაიწყეს და მათ მატჩის სტარტზევე მოახერხეს ანგარიშის გახსნა.  ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და შანსი არ დაუტოვა რუსთაველთა მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილს.  გატანილი გოლის შემდეგ, თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა უკან დაიხია და მეტოქეს დაუთმო სათამაშო ინიციატივა, მაგრამ რუსთაველებს შეტევების ორგანიზება უჭირდათ. უჩა სოსიაშვილის გუნდის პრობლემებს ისიც დაემატა, რომ პირველ ნახევარში რუსთავს ტრავმის გამო  ირაკლი კლიმიაშვილისა და აკაკი ხუბუტაიას სახით ორი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდათ. 

მეორე ნახევარში, თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა. ბოლნისელებმა  კარგად შეძლეს მატჩის მიმდინარეობის გაკონტროლება და მეორე გოლის გატანაც მოაახერხეს. თორნიკე თარხნიშვილის შეცდომის შემდეგ, ბურთი  ჯაბა უგულავას მუვიდა, რომელმაც საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მყოფ დავით კირკიტაძეს უპასა და მასაც გატანა აღარ გასჭირვებია. 

მატჩის მიწურულს კი, გიორგი დათუნაიშვილმა ულამაზესი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

საბოლოოდ, 3:0 და ბოლნისის სიონმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რუსთავის მოუგებელი სერია კი, უკვე 10 მატჩამდე გაიზარდა. 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები