ინგლისი

 2019/06/08 15:22

ინგლისი
რუნი ინგლისში ბრუნდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უეინ რუნის დერბიში ტრანსფერი უფრო რეალური ხდება. ფეხბურთელი სამშაბათს „ჰითროუს“ აეროპორტში დააფიქსირეს. 

ამერიკაში, დისი იუნაიტედში თამაშის შემდეგ, ინგლისელი დერბიში მოთამაშე-მწვრთნელის ამპლუის მორგებას დათანხმდა და ფილიპ კოკუსთან ერთად იმუშავებს. 

33 წლის ფეხბურთელის ინგლისში დაბრუნებაზე საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც ორშაბათს დერბიმ ჩემპიონშიფის პირველ ტურში ჰადერსფილდი 2:1 დაამარცხა.

ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ლონდონში ტრანსფერის დასასრულებლად ჩავიდა და აეროპორტში ფანებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. 

იუნაიტედისა და ევერტონის ყოფილი მოთამაშე დისი იუნაიტედში 2018 წელს გადაბარგდა და 45 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები