სხვადასხვა

 2018/15/05 20:48

სხვადასხვა
რუმინეთი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მსოფლიო რაგბის დავების განსახილველმა კომიტეტმა მიიღო გაწყვეტილება, რაც  2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის, ბელგიის და რუმინეთის ნაკრები გუნდების შედეგების ანულირებას გულისხმობს.

გადაწყვეტილების თანახმად, რუმინეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს, რომლის ნაცვლადაც, მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფში რუსეთის ნაკრები ითამაშებს. ტურნირის მეორე საგზურისთვის კი ფლეი ოფში ესპანეთის ნაცვლად, სამოასთან ერთად, გერმანია და პორტუგალია იბრძოლებენ.

მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ ესპანეთის, ბელგიისა და რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში მყოფი ნატურალიზებული მოთამაშეების მონაცემები შეისწავლა და დაადგინა, რომ მათ ამ ნაკრებების შემადგენლობაში თამაშის უფლება არ ჰქონდათ.

რუმინეთს, ესპანეთსა და ბელგიას გასაჩივრებისათვის ორი კვირა აქვთ.

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები