ევროტურნირები

 2019/22/03 00:12

ევროტურნირები
რონალდუმ სიმეონეს მსგავსი სასჯელი მიიღო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უცენზურო ჟესტის გამო, დაუსჯელი არც კრიშტიანუ რონალდუ დარჩა. 

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ემოციებში მყოფმა დიეგო სიმეონემ უცენზურო ჟესტი გამოიყენა, რის გამოც, 20 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

განმეორებით შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ არგენტინელ სპეციალისტს მსგავსი ჟესტით უპასუხა და დაუსჯელიც არ დარჩენილა. პორტუგალიელსაც იმავე თანხის გადახდა მოუწევს.

იუვენტუსმა ატლეტიკოს ბარიერი დაძლია და 1/4 ფინალში აიაქსს შეხვდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები