იტალია

 2019/23/08 16:15

იტალია
რონალდუ: მესიმ უკეთესი გამხადა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კრიშტიანუ რონალდუმ მის მთავარ კონკურენტზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა და მისდამი პატივისცემა გამოხატა. ერთსა და იმავე ლიგაში დიდი დრო არ ყოფილან, მაგრამ მათი შედარება და საუკეთესოობაზე საუბარი არ წყდება.

პორტუგალიელმა TV1-თან აღნიშნა, რომ ისინი გაუმჯობესებაში ერთმანეთს ეხმარებოდნენ:

უდავოდ, ლიონელ მესიმ უკეთესი გამხადა და პირიქით. როდესაც ჩემ მიერ მოგებულ ტიტულებს ხედავდა, მოტივაცია ემატებოდა და ასე ვიყავი მეც. 

მისი კარიერით აღფრთოვანებული ვარ. მან იმ იმედგაცრუებაზე უკვე ისაუბრა, რაც ჩემს წასვლას მოჰყვა, რადგან მეტოქეს აფასებს.

ეს დიდებული მეტოქეობაა, მაგრამ არა ერთადერთი. მათ შორის, კალათბურთში მაიკლ ჯორდანი, ანდაც აირტონ სენა და ალან პროსტი ფორმულა 1-ში. მათ ჯანსაღი კონკურენცია ჰქონდათ. 

ლიონელ მესისთან დიდებული პროფესიონალური ურთიერთობა მაქვს. აქამდე არასდროს გვივახშმია, მაგრამ სამომავლოდ, რატომაც არა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები