ევროტურნირები

 2018/23/05 03:15

ევროტურნირები
რონალდუ: კლოპის შემტევი ტრიო ძალიან სწრაფია
ავტორი
გიორგი მჭედლიძე

მადრიდის რეალის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „სამეფო კლუბი“ ლივერპულზე უფრო ძლიერია. მისი თქმით, „თეთრები“ მესამედ მოიგებენ ჩემპიონთა ლიგას. 

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება კარიერული კულმინაცია იქნება. ბევრი ელოდება 26 მაისს და გასაკვირი ამაში არაფერია. ლივერპული კარგი გუნდია, რომელმაც ბევრის დამტკიცება შეძლო, თუმცა, რეალი ინგლისის წარმომადგენლებს აშკარად აღემატება. კლოპის შემტევი ხაზი ძალიან სწრაფია და ბევრი შრომა მოგვიწევს“,  განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას რეალი და ლივერპული მიიღებენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები