ინგლისი

 2018/11/06 03:00

ინგლისი
რომერომ მომავალზე ისაუბრა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

მანჩესტერ იუნაიტედის მეკარემ, სერხიო რომერომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ სეზონში ისევ „წითელი ეშმაკების“ ღირსებას დაიცავს. 

„მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მანჩესტერ იუნაიტედში ვრჩები. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, გუნდიდან მივდივარ, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ ჭორია,“– განაცხადა არგენტინელმა ბრიტანულ პრესასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომერო ინგლისში 2015 წელს სამპდორიადან გადავიდა და 38 შეხვედრა ჩაატარა. გეტყვით, რომ სამხრეთ ამერიკელი მეკარე მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები