იტალია

 2019/09/08 02:37

იტალია
რომელუ ლუკაკუ ინტერის ფეხბურთელია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მილანის ინტერმა იუნაიტედიდან რომელუ ლუკაკუ 78 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. იტალიელები პირველ ჯერზე 65-ს გადაიხდიან, რასაც სამომავლოდ, 13 მილიონი დაემატება. ბელგიელი ხელფასის სახით, 8.5 მილიონს გამოიმუშავებს.

მისი იუნაიტედიდან წასვლა დროის ამბავი იყო. ლუკაკუ ინგლისელთა რიგებში წინასასეზონოდ თამაშობდა და ანდერლეხტში ვარჯიშობდა. უამრავი ჭორის შემდეგ, ანტონიო კონტემ სასურველი ფორვარდი მაინც დაიმატა.

ბელგიელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი ხუთშაბათს საღამოს გააფორმა. ლუკაკუსთვის იტალიის სერია ა ახალი გამოწვევა იქნება, რადგან აქამდე ამ ჩემპიონატში არ უთამაშია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები