სხვადასხვა

 2019/04/04 12:13

სხვადასხვა
რომან დოლიძე: ქართველების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. ხაბიბს ოქტაგონზე გავცემ პასუხს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ხაბიბ ნურმაგომედოვი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, მან ქართველებზეც ისაუბრა  და ჩვენი ქვეყანა არცთუ კარგად მოიხსენია. კავკასიელმა მებრძოლმა ერთ-ერთ გადაცემაში ასეთი განცხადება გააკეთა. 

– თავს გვესხმოდნენ ქართველები და ჩეჩნები. ისტორიაში მათგან ბევრი ცუდი გვახსოვს. 

ხაბიბის ამ განცხადებას UFC-ს ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველების შეურაცხყოფას არავის აპატიებს. რომანის თქმით, ის ხაბიბს პასუხს ოქტაგონზე გასცემს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები