სხვადასხვა

 2019/11/07 19:58

სხვადასხვა
როინ კვასხვაძის უხეში შეცდომა და ტორპედო ორდობასთან დამარცხდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, შეხვედრა გამართა ქუთაისის ტორპედომ, რომელიც ყაზახეთში კახა ცხადაძის გაწვრთნილ ორდობასს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. 

ქუთაისელები აღნიშნულ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. შეიძლება ითქვას, ტორპედო ყაზახეთში ერთი კვირის შეკრებილი შემადგენლობით წავიდა და მოსალოდნელიც იყო, რომ ორდობასის წინააღმდეგ, ძალიან გაუჭირდებოდა. 

მატჩი ყაზახთა სრული უპირატესობით წარიმართა. კახა ჩხეტიანის გუნდი ბურთს მეტად აკონტროლებდა, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. ტორპედოს კი, ბურთის დაჭერა მეტად უძნელდებოდა.

მეორე ნახევარში ყაზახებმა ძალიან მოუმატეს და ჩანდა, რომ ტორპედოს კარში გოლი მწიფდებოდა. მატჩის 67-ე წუთზე ჟოაო პაოლოს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ქუთაისელთა მეკარე, როინ კვასხვაძე, გამოსვლაზე უხეშად შეცდა, რითაც ერლანოვმა ისარგებლა და ზუსტი თავური დარტყმით, თავისი გუნდი დააწინაურა. 

დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, 1:0 ორდობასის სასარგებლოდ. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები