სხვადასხვა

 2019/18/05 13:48

სხვადასხვა
როდესაც ლიგის მოგება საკმარისი არ არის
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გასულ წლებში ქვეყნის წამყვანი გუნდებისთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგა გახლავთ, მაგრამ სეზონის ბოლოს, უმეტესობა მათგანს ხელში მხოლოდ შიდა ჩემპიონატის ტიტული უჭირავთ, რაც მწვრთნელების მიმართ კრიტიკას წარმოშობს.

ბარსელონამ, იუვენტუსმა, პარი სენ-ჟერმენმა, სიტიმ და ბაიერნმა ქვეყნის ჩემპიონატი კვლავ მოიგეს, თუმცა, ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს ვერ შეწვდნენ.

მასიმილიანო ალეგრიმ სერია ა-ს ტიტული 5-ჯერ მოიგო, რასაც იტალიის 4 თასი შემატა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, მაგრამ უშედეგოდ. 

მორიგი ტრიუმფის მიუხედავად, ალეგრი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. 

ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ დუბლი პირველივე სეზონში შეასრულა. რისი გამეორება წელსაც შეუძლია. 

კლუბი საკმაოდ გაძლიერდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სამბურთიანი უპირატესობა ორჯერ გაანიავა, რამაც ფანების მხრიდან ვალვერდეს მიმართ ზიზღი გამოიწვია. ამის მიუხედავად, ესპანელი პოსტს მაინც ინარჩუნებს.

პარიზელებისთვის ჩემპიონთა ლიგის არათუ მოგება, არამედ ნახევარფინალში გასვლაც საოცნებო გახდა. ფრანგებმა წარმატებას ვერც კარლო ანჩელოტის, ლორენ ბლანის, უნაი ემერისა და ტომას ტუხელის ხელში მიაღწია. 

ნასერ ალ-ხელაიფის მოსვლის შემდეგ, პარიზელები ლიგა 1-ში დომინანტები გახდნენ. მათ ვერც მბაპესა და ნეიმარის მისვლამ უშველათ. წელს პსჟ-მ ადგილობრივი ტრებლიც ვერ მოიგო. ისინი ორივე თასიდან გამოვარდნენ და მხოლოდ ჩემპიონატის ტიტულით დაკმაყოფილდნენ. ასეთი ცუდი სეზონის გამო, ტუხელს ბევრი აკრიტიკებს.

პეპ გვარდიოლას, ბარსელონადან წასვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. სამაგიეროდ, პრემიერ ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო. მაგრამ ეს მათთვის დაკმაყოფილების საბაბს არ იძლევა და ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს მომავალი სეზონიდან შეუტევენ. 

ფეხბურთელის ამპლუაში ყოფნის შემდეგ, ნიკო კოვაჩი ბაიერნში დაბრუნდა. მაგრამ მან მოსალოდნელზე ცუდი სეზონი ჩაატარა. გუნდი მხოლოდ 1/8 ფინალში გაიყვანა, სადაც ლივერპულთან გამოვარდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბაიერნი ბუნდესლიგაში აინტრახტს, ხოლო თასზე ლაიფციგს დაამარცხებს, მორიგ დუბლს შეასრულებს, მაგრამ ამან, შესაძლოა, კოვაჩი ვერ იხსნას. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები