ნაკრებები

 2018/09/11 21:09

ნაკრებები
რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში „პირლოს“ უხმო
ავტორი
გოგა წურწუმია

იტალიის ნაკრების თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ, ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მან ეროვნულ გუნდში რამდენიმე დებიუტანტს უხმო. ახალწვეულებს შორისაა 18 წლის ნახევარმცველი, სანდრო ტონელი, რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობს და ბრეშას ღირსებას იცავს. გულშემატკივრებმა ის „ახალ პირლოდ“ მონათლეს. 

მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), მატია დე შილიო (იუვენტუსი), ემერსონ პალმიერი (ჩელსი, ინგლისი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ალესიო რომანიოლი (მილანი), დანიელე რუგანი (იუვენტუსი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (კალიარი), რობერტო გალიარდინი (ინტერი), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სტეფანო სენსი (სასუოლო), სანდრო ტონალი (ბრეშა), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), ვინჩენცო გრიფო (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ჩირო იმმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), კევინ ლასანია (უდინეზე), ლეონარდო პავოლეტი (კალიარი), მატეო პოლიტანო (ინტერი)



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები