საფრანგეთი

 2019/21/08 20:14

საფრანგეთი
რივალდომ თანამემამულეს რჩევა მისცა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნეიმარის გაურკვეველ მომავალს ბრაზილიელი ლეგენდა რივალდოც გამოეხმაურა. ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა თანამემამულეს არათუ კატალონიურ კლუბში, არამედ იუვენტუსში გადასვლა ურჩია, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.

მისი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში დიდებული სანახავი იქნება. მჯერა, რონალდუსთვისაც კარგი იქნება, რომ მას ნეიმარი ეყოლება, ვინც პასებითა და გოლებით დაეხმარება.

წარმომიდგენია მათი დიდებული კომბინაციები და მომენტები. ამასთან, ნეიმარი პასუხისმგებლობის გადანაწილებაშიც დაეხმარება. ეს ტრანსფერი როგორც ნეიმარისთვის, ისე იუვენტუსისთვის მომგებიანი იქნება, – განაცხადა რივალდომ.

ბრაზილიელის სურვილის მიუხედავად, ნეიმარის დამატების მთავარ კანდიდატად ბარსელონა მოიაზრება, რომელსაც რეალიც მოსდევს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები