იტალია

 2019/23/08 16:01

იტალია
რიბერი: ტოტისავით 40 წლამდე მსურს თამაში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბაიერნში გატარებული საოცარი კარიერის შემდეგ, ფრენკ რიბერიმ ფიორენტინას მიაშურა. ფრანგს ფეხბურთის თამაში ფრანჩესკო ტოტისავით, 40 წლამდე სურს.

36 წლის ვინგერმა პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

ვიმედოვნებ, ტოტისავით 40 წლამდე შემეძლება თამაში. მას დიდ პატივს ვცემ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრებაა და ევროპაში ამიტომაც დავრჩი. მიხარია ისეთ გუნდში თამაში, რომელსაც ვჭირდები.

სერია ა-ში იმიტომ გადმოვედი, რომ შესანიშნავი ჩემპიონატია, დიდებული გუნდებით. აქ კლუბის დასახმარებლად ვარ და არა რონალდუსთან შესაჯიბრებლად. 

ფიორენტინამ შეტევის ხაზი საკმაოდ გააძლიერა და რიბერისთან ერთად, მათ რიგებში კევინ-პრინს ბოატენგიც ჩაირიცხა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები