ლეგიონერები

 2019/03/07 21:51

ლეგიონერები
რეზი ბროძელი: უპირველეს ყოვლისა, სამშობლო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

რუსეთის მორიგი დისკრედიტაცია ქართველი სპორტსმენების მისამართით. რუსული სარაგბო კლუბ სლავას  ქართველი მორაგბეები, საბა ილურიძე და რეზი ბროძელი რუსეთის რაგბის კავშირმა ჩემპიონატიდან მოკვეთა. მიზეზი ქართველი მორაგბეების მიერ დადებული ლელოს აღნიშვნისას, თვალზე აფარებული ხელი იყო, რომლითაც მათ თბილისში, 21 ივნისის საღამოს დაშავებულ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. აღნიშნულ ფაქტს რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის რაგბის კავშირმა ქართველი მოთამაშეები მატჩის მსვლელობისას, პოლიტიკურ ჟესტიკულაციებში დაადანაშაულა და კლუბს სანქციები დააკისრა, რაც გახდა მიზეზი, რომ კლუბმა მოთამაშეებთან კონტრაქტი გაწყვიტა. 

Sport24 რეზი ბროძელს დაუკავშირდა და ამ საკითხის შესახებ, კომენტარის გაკეთება სთხოვა. 

– ამ ჟესტით მე და საბამ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა აქციაზე დაშავებული ახალგაზრდების მიმართ. ეს ამბავი რატომღაც, ცუდად მივიდა ფედერაციის ყურამდე და პოლიტიკურ განცხადებად აღიქვეს, რისთვისაც კლუბს სანქციები დააკისრეს. ამის გამო, კლუბის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენთან სამუშაო კონტრაქტი შეეწყვიტა. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, არის სამშობლო და მერე რაგბი. სადაც უნდა ვყოფილიყავით, ამ ჟესტს ყველგან გავაკეთებდით. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები