სხვადასხვა

 2019/26/07 16:22

სხვადასხვა
რეკობა მესისა და რონალდუს დებატებს გამოეხმაურა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ინტერის ყოფილმა თავდამსხმელმა, ალვარო რეკობამ, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ურუგვაელმა Perform-თან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

მესი მაღალ დონეზე 15 წლის განმავლობაში თამაშობს. ხალხს შეუძლია თქვას, რომ ბარსელონადან არ წასულა, მაგრამ მისი გუნდელები შეიცვალნენ, ხოლო თავად ისევ ბარსელონაშია. ჩემთვის მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.

რაც შეეხება კრიშტიანუსთან შედარებას, სხვადასხვა პერიოდში რომ ეთამაშათ, განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ერთსა და იმავე პერიოდში თამაშობენ, ნორმალურია რომ ერთმანეთს შეადარო. ორივეს თამაში ერთ დროს რომ იყოს, საყურებლად მესის თამაშს ავირჩევდი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები