TOP ჩემპიონატები

 2019/22/06 02:24

TOP ჩემპიონატები
რეალმა იმარჯვა და ტიტული დაიცვა (VIDEO)
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მადრიდის რეალმა ლიგა ენდესას ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში ბარსელონა დაამარცხა (74:68) და ტიტული დაიცვა.

პაბლო ლასოს შეგირდებმა სერია 3:1 მოიგეს და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული 35-ჯერ მოიპოვეს.

სტუმრებს 15 ქულით ფაკუნდო კამპაცომ ულიდერა, ვინც სამი სამიანი ჩააგდო. ურიგოდ არც რუდი ფერნანდესი გარჯილა. მან პერიმეტრიდან 4 მცდელობა გამოიყენა. რეალი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა. ბარსელონა წინ მხოლოდ ორჯერ გავიდა. მათი უდიდესი ლიდერობა ორ ქულას შეადგენდა.

მადრიდელები დასკვნით მეოთხედში 12 ქულითაც იგებდნენ, მაგრამ ბარსელონამ სხვაობა შეამცირა და 6 ქულით დამარცხდა – 68:74. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები