ევროთასები

 2018/03/05 21:52

ევროთასები
რეალმა, ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლივერპულთან წააგო
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, კიევში გასამგზავრებლად, ლივერპული და მადრიდის რეალი ემზადებიან. კუნძულელებმა, საუკეთესო შემტევი ხაზის ხარჯზე, საოცარი შედეგის დადება მოახერხეს და ბოლო 10 წლის განმავლობაში, ლიგის ფინალში პირველად იასპარეზებენ. 

მსოფლიოში ნომერ პირველ ტურნირად გამოცხადებულ ლიგაზე, სამეფო კლუბის წარმომადგენლები საოცარი შედეგით ასპარეზობენ. აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა ბოლო 7 ფინალიდან, მხოლოდ ერთი წააგეს და ისიც 1981 წელს მერსისაიდული გრანდის წინააღმდეგ. 

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკრაინაში, „ოლიმპიურ სტადიონზე“ გაიმართება.  



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები