ნაკრებები

 2019/20/08 14:39

ნაკრებები
რეალის ყოფილმა მწვრთნელმა მესის საუკეთესოობა საეჭვო გახადა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საფეხბურთო სამყაროს მორიგი საკამათო თემა ლიონელ მესის საუკეთესო ფეხბურთელობაა, რაზეც საკუთარი აზრი რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა და თავკაცმა, ხოსე ანტონიო კამაჩომ დააფიქსირა. 

ესპანელი მესით აღფრთოვანებულია, მაგრამ მისი აზრით, არგენტინელს საუკეთესოობისთვის ერთი ტიტული აკლია:

მესი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ისტორიაში საუკეთესო ვერ იქნები, თუ არგენტინელი ხარ და მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული არ გაქვს. არიან ნაკლებად ტრადიციული ქვეყნები, რომელთაც არ მოუგიათ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა, ხოლო არგენტინა დომინანტი ქვეყანაა.

არა, მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე, მესი მსოფლიოში საუკეთესი ვერ იქნება. მუნდიალი ისეთი რამეა, რომლისთვისაც ყოველვის მიისწრაფი და არგენტინას ამის მოთხოვნილება ყოველთვის ექნება, – განუცხადა კამაჩომ El Mundo-ს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები