ესპანეთი

 2019/10/08 18:13

ესპანეთი
რეალი მზადაა ნეიმარს ყველაზე მაღალი ხელფასი შესთავაზოს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მადრიდის რეალი მზადაა ნეიმარს ხელფასის სახით წელიწადში 40 მილიონი ევრო შესთავაზოს, რითაც ბარსელონას ყველანაირ შანსს გაუქრობს. 27 წლის ბრაზილიელი საფრანგეთის დასატოვებლად მზადაა, მისთვის კი ეს ორი გიგანტი იბრძვის.

პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ყურადღების ცენტრში სწორედ ნეიმარი მოექცა. Sport-ის ცნობით, რეალი მას 40 მილიონსა და 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. 

მოგეხსენებათ, ორი წლის წინ ბრაზილიელმა ბარსელონა სარეკორდო თანხის (222 მილიონი ევრო) სანაცვლოდ დატოვა. კატალონიელებს მისი დაბრუნება სურთ, მაგრამ პარიზულ კლუბთან კარგი ურთიერთობის გათვალისწინებით, მისი დამატების უმთავრესი კანდიდატი მადრიდული გრანდია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები