ესპანეთი

 2019/25/05 20:07

ესპანეთი
რეალი მორიგი რეკორდის დამყარებას უმიზნებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მადრიდის რეალისთვის დამქანცველი ზაფხული იწყება. კლუბი განახლებას გეგმავს, რისთვისაც თანხის დაზოგვას არ მოერიდება. ესპანელები ზუსტად იმ სიტუაციაში არიან, როგორშიც 10 წლის წინ იყვნენ.

2009 წელს ფლორენტინო პერესმა ტრანსფერებში 254 მილიონი ევრო დახარჯა. იმ დროისთვის კლუბში კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, ქარიმ ბენზემა და სხვანი მოვიდნენ. მაგრამ წელს, მადრიდელები რეკორდის მოხსნას აპირებენ.

მათ 95 მილიონი ევრო უკვე დახარჯეს. 45 მილიონად როდრიგო, ხოლო მილიტაო 50 მილიონ ევროდ დაიმატეს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. 

ედენ აზარის დამატემა 100 მილიონზე ნაკლებ თანხაში ვერ მოხერხდება, რაც ჯამში 195 მილიონამდე ადის. ამას ლუკა იოვიჩისადმი დიდი ინტერესი ემატება. სერბი შემტევის ფასი 60 მილიონამდე მერყეობს. მისი დამატების შემთხვევაში, თანხა 255 მილიონამდე გაიზრდება, რაც 2009 წლის მაჩვენებლის გაუმჯობესებაა.

ეს ყველაფერი არ გახლავთ. ზინედინ ზიდანს მარცხენა მცველის დამატებაც სურს. მთავარი კანდიდატი ფერლან მენდია, ვინც 30 მილიონი დაუჯდებათ. ფრანგის მორიგი მოთხოვნა თანამემამულე პოლ პოგბას ეხება, ვინც 140 მილიონზე ნაკლებ თანხაში არ გაიყიდება. მეორე ვარიანტად კრისტიან ერიქსენი განიხილება, ვინც არანაკლები ღირს. 

და ბოლოს, ერთ-ერთ უმთავრეს სამიზნედ ნეიმარი მოიაზრება, ვისი სატრანსფერო ფასი 2009 წელს დახარჯულ თანხასთან ახლოსაა. ფაქტია, ყველა შესაძლო ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მადრიდელები რეკორდს მოხსნიან. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები