ესპანეთი

 2019/04/07 21:53

ესპანეთი
რეალი მარსელოს თმობს...
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალი მარსელოს ემშვიდობება. „სამეფო კლუბს“ მისი გაშვება მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის პერიოდში სურს.

ცნობილი ფაქტია, რომ სამხრეთამერიკელი სანტიაგო სოლარისა და ხულენ ლოპეტეგის მწვრთნელობის პერიოდში, სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა. მან 2018-2019 წლების სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

„ბლანკოსში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ, ძირითადში დაბრუნდა, მაგრამ როგორც ჩანს, „თეთრებს“ სულ სხვა გეგმები აქვთ. ესპანელი კოლეგები მისი კარიერის შესაძლო განვითარებაზე საუბრობენ. ისინი მას არსენალს, მილანს, იუვენტუსს და პარი სენ-ჟერმენს უკავშირებენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები