ესპანეთი

 2019/15/04 15:22

ესპანეთი
რეალი მანეს არ ეშვება...
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

მადრიდის რეალი ლივერპულის შემტევს, სადიო მანეს არ ეშვება. როგორც ცნობილია, „სამეფო კლუბი“ მის დამატებას ზაფხულში გეგმავს. 

El Confidential-ის ინფორმაციით, მერსისაიდული გრანდი სენეგალელს იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ ამას თავად ისურვებს. „ბლანკოსი“ მზადაა, 85 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ ინგლისელები, დიდი ალბათობით, მეტს მოითხოვენ. 

სადიო ლივერპულში 2016 წელს საუთჰემპტონიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში აფრიკელმა მოთამაშემ 41 მატჩში ოცი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები