ესპანეთი

 2019/08/08 02:47

ესპანეთი
რეალი გააქტიურდა – 120 მილიონი და 2 ფეხბურთელი ნეიმარის სანაცვლოდ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ნეიმარის მომავალი კვლავ გაურკვეველია და მისი საგა გრძელდება. ბრაზილიელისთვის ბრძოლაში ბარსელონას რეალის სახით, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

Sport-ის ცნობით, მადრიდელებმა პარი სენ-ჟერმენს 120 მილიონი და ლუკა მოდრიჩი შესთავაზეს. წინააღმდეგი არც ფრანგები არიან, მაგრამ თავად ფეხბურთელს ბარსელონაში გადასვლა სურს და კლუბის გააქტიურებას ელოდება. ამასთან, რეალი იმხელა ხელფასს სთავაზობს, რამდენსაც კატალონიელები ვერ გადაუხდიან.

თავის მხრივ, ბარსელონამ ნეიმარის სურვილის შესახებ კარგად იცის და პარიზულ კლუბთან მოსალაპარაკებელი გზების ძიებას ცდილობს. ამასთან, ტრანსფერში ფილიპე კოუტინიოს ჩართვაც შეიძლება, ვისი ინგლისში გადასვლაც უკვე გამორიცხულია.

კატალონიური გამოცემის მიერ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში Sky Sports-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რის თანახმადაც, მადრიდელები ტრანსფერში კეილორ ნავასის ჩართვასაც აპირებენ, ვინც ზინედინ ზიდანის მეორე არჩევანია. უარზე არც ფრანგები უნდა იყვნენ, რადგან კეილორ ნავასის დონის მეკარე მათთვის საჭირო იქნება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები