TOP ჩემპიონატები

 2019/16/06 04:04

TOP ჩემპიონატები
რეალი ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ესპანეთის ლიგა ენდესაში ფინალური სერია დაიწყო. ჩემპიონობისთვის მადრიდის რეალი და ბარსელონა იბრძვიან.

მადრიდელებმა რეგულარული პირველ პოზიციაზე დაასრულეს და მოედნის უპირატესობა აქვთ. 

პაბლო ლასოს შეგირდებმა ფინალური სერია დამაჯერებლად დაიწყეს და საკალათბურთო „ელ კლასიკო“ 20-ქულიანი უპირატსობით მოიგეს.

მასპინძლებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და შეხვედრის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. ტაიმი 47:32, ხოლო შეხვედრა 87:67 მოიგეს.

რეალს, 19 ქულით, ფაკუნდო კამპაცომ ულიდერა.  ენტონი რენდოლფმა, ჯეფრი ტეილორმა და სერხიო ლულმა 11-11 ქულა მოაგროვეს. კატალონიელთაგან, 14 ქულით, ტომას ერტელი გამოირჩა, ხოლო პიერ ორიოლას 13 ქულა ჰქონდა.

სერიის მეორე შეხვედრა 17 ივნისს, 23:00 საათზე, მადრიდში გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები