ევროთასები

 2018/19/05 05:10

ევროთასები
რეალი და ფენერი ფინალში პირველად შეხვდებიან
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დასრულდა ევროლიგის ოთხთა ფინალის ნახევარფინალები, რის შედეგადაც, ფინალში გასული ორი გუნდი გახდა ცნობილი.

პირველ შეხვედრაში ფენერბაჰჩემ ჟალგირისი მიიღო. წყვილში ფავორიტად სწორედ ექს-ჩემპიონი მოიაზრებოდა. ფენერმა მათზე გაცემული ავანსი გაამართლა, მეტოქე (76:67) დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მეორე მატჩში კი ფავორიტის დასახელება რთული იყო. ცსკა მადრიდის რეალს დაუპირისპირდა. საკუთარ ჩემპიონატში ორივე მათგანი  საუკეთესო გუნდია. ამ შეხვედრაში კი ესპანურმა გუნდმა იმარჯვა და ფინალში მე-18-ჯერ გავიდა. რეკორდი სწორედ მათ ეკუთვნით. გასული ფინალებიდან 9 მოიგეს, 8-ში კი დამარცხდნენ. უკანასკნელად, ჩემპიონობა 2014/15 წლების სეზონში მოიპოვეს. გუნდმა ფინალში ოლიმპიაკოსი დაამარცხა – 78:59.

რაც შეეხება ფენერბაჰჩეს. ის ამ ეტაპზე ზედიზედ მესამედ მოხვდა. 2015/16 წლების სეზონში, ცსკა-სთან ოვერტაიმში, 101:96 დამარცხდა. გასულ სეზონში კი ოლიმპიაკოს მარტივად მოუგო (80:64) და პირველად დაეუფლა ტიტულს.

შესაბამისად, ფინალში ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდება.

ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ესპანელებს აქვთ. 17 შეხვედრიდან მეტოქე 10-ჯერ დაამარცხეს. წლევანდელ სეზონში კი ორივე მათგანმა გასვლითი შეხვედრები მოიგო.

ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის 20 მაისს გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები