საფრანგეთი

 2019/11/09 23:58

საფრანგეთი
რეალთან შეხვედრამდე პარიზელების ლიდერი ბრუნდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში პარი სენ-ჟერმენი მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. ფრანგთა სასიხარულოდ, კლუბს ედისონ კავანი უბრუნდება.

ნეიმარის დისკვალიფიკაციისა და კილიან მბაპეს ტრავმის ფონზე, ურუგვაელის დანაკლისი მათთვის ძალიან რთული იქნებოდა. Le Parisien-ის ცნობით, კავანის აღდგენითი პროცესები სწრაფად მიმდინარეობს და სათამაშოდ მზად იქნება.

რეალთან თამაშამდე, პარიზელებს ლიგა 1-ში სტრასბურგთან მოუწევთ თამაში. ფრანგები ფორვარდის საჩქაროდ დაბრუნებას არ აპირებენ, მაგრამ ფორმის შენარჩუნების მიზნით, მცირე სათამაშო დროს დაუთმობენ. რის შემდეგაც, 18 სექტემბერს მადრიდელებს შეხვდებიან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები