იტალია

 2018/10/05 17:01

იტალია
რატომ არ აღმართა თასი ბუფონმა?
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

9 მაისს იტალიის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს იუვენტუსი და მილანი დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა – 4:0.

„ბებერმა ქალბატონმა“ „როსონერის“ ოთხივე ბურთი მეორე ტაიმში გაუტანა და ალეგრის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს იტალიის თასი. 

90 წუთის დასრულების შემდეგ, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გუნდის კაპიტანმა, ჯიჯი ბუფონმა თასი არ აღმართა. ამ უკანასკნელმა საპატიო ტიტული კლუბის „ბებერ“ წარმომადგენლებს (კლაუდიო მარკიზიოს, ანდრეა ბარძალის და სტეფან ლიხშტაინერს ) დაუთმო.

40 წლის ჯიჯიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში იტალიის თასს ყოველთვის კიელინი სწევდა და ახლა სურვილი ჰქონდა, ეს დასახელებულ ფეხბურთელებს გაეკეთებინათ. 

„რატომ არ აღვმართე თასი? – უკვე წლებია, იტალიის თასს კიელინი სწევს, ახლა მინდოდა ეს ბედნიერება მარკიზიოს, ლიხშტაინერსა და ბარძალის განეცადათ. ისინი უდიდესი პიროვნებები არიან და 7-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ძალიან ბევრჯერ დამეხმარნენ“, – განაცხადა იტალიელმა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები