ლეგიონერები

 2019/02/09 16:52

ლეგიონერები
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ქართველი იმედისმომცემი კალათბურთელი, რატი ანდრონიკაშვილი, კარიერას ბერძნულ იონიკოსში გააგრძელებს. ნიკაიას გუნდმა გასულ სეზონში მეორე დივიზიონში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

18 წლის უკანახაზელი აქამდე ესპანეთის რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობდა. მას ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გადასვლის შანსიც ჰქონდა, თუმცა, საბერძნეთში თამაში არჩია, სადაც უამრავი მაღალი დონის მოთამაშეა.

ანდრონიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში იასპარეზა და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. 20-წლამდელებში საშუალოდ, 13 ქულა, 3.5 პასი, 2.8 ჩაჭრა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა. 

 

GBF.GE



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები