ესპანეთი

 2019/10/09 19:27

ესპანეთი
რამოსმა ბეილი დაიცვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სერხიო რამოსმა გარეთ ბეილი დაიცვა. ესპანელს მიაჩნია, რომ თავისუფალ დროს, ვისაც რა სურს, ის უნდა გააკეთოს. მოგეხსენებათ, უელსელს თავისუფალ დროს გოლფის თამაშის გამო აკრიტიკებენ.

ამასთან დაკავშირებით, ესპანელთა კაპიტანი Daily Mail-ს ესაუბრა:

განურჩევლად იმისა, თუ რას აკეთებს პირად ცხოვრებაში, პატივი უნდა ვცეთ და ამის შესახებ არ უნდა ვისაუბროთ. ყველა თავისუფალი ვართ არჩევანში, ვაკეთოთ ის, რაც თავისუფალ დროს გვსურს. 

ვფიქრობ, ბეილი დიდებული მოთამაშეა და აქ ყოფნის პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.  

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გარეთ ბეილის კლუბიდან წასვლაზე ბევრი იწერებოდა. უელსელი, ტრანსფერის თაობაზე, ჩინეთშიც იყო ჩასული, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა. საბოლოოდ, ლა ლიგის საწყის ტურებში ზინედინ ზიდანის მოწონება დაიმსახურა და კლუბშიც დარჩა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები