ესპანეთი

 2018/27/05 20:23

ესპანეთი
რამოსი რონალდუს წასვლას გამოეხმაურა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, რონალდუს „სამეფო კლუბიდან“ წასვლის შესახებ, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი უკეთეს კლუბს ვეღარ იპოვის. 

„კრიშტიანუ რეალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფაქტია, მას უკეთეს ადგილზე წასვლა არ შეუძლია. პორტუგალიელმა ზედიზედ სამჯერ შეძლო ლიგის ფინალის მოგება. გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია, თუმცა, მჯერა, ის კიდევ დიდხანს დაიცავს „თეთრების“ ღირსებას“, – განაცხადა ესპანელმა. 

შეგახსენებთ, ფინალის დასრულების შემდეგ, რონალდუმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მადრიდელთა რიგები დატოვოს. გეტყვით, რომ რეალმა ლივერპულს 3:1 სძლია. აღნიშნულ შეხვედრაში გოლები ბენზემამ და ბეილმა (2) გაიტანეს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები