ჩოგბურთი

 2019/14/05 22:39

ჩოგბურთი
რაფაელ ნადალის მოლოდინში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

რომის მასტერსის 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებულად იასპარეზა. მისი მეტოქე სერბი ლასლო დიერე იყო.

ჩვენებურმა მსოფლიოს 32-ე ჩოგანი ორ სეტში დაამარცხა. პირველში 5 ბრეიქი იყო, საიდანაც უმრავლესობა ნიკას დარჩა – 7:5. ხოლო მეორეში მანვე, ერთი იკმარა (6:4) და მორიგ ეტაპზეც გავიდა.

ჯამში, გათამაშებული 133 ქულიდან, ბასილაშვილმა 71 მოიგო, 1 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 

1/8 ფინალში ჩვენებურის მეტოქე, შესაძლოა, თიხის საფარის მეფედ წოდებული, რაფაელ ნადალი იყოს. ესპანელი მატადორი ფრანგ ჟერემი შარძის დაუპირისპირდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები