ესპანეთი

 2019/15/04 13:17

ესპანეთი
რა დაუჯდება რეალს პოლ პოგბა?!
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

Marca-ს ინფორმაციით, პოლ პოგბას აგენტი, მინო რაიოლა, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელებს შეხვდა და ახალი კონტრაქტის დეტალები გააცნო. ფრანგ ნახევარმცველს მოქმედი ხელშეკურლება 2021 წელს ეწურება. 

წყაროს მტკიცებით, რაიოლა რეალის ინტერესსაც ადასტურებს. იმ შემთხვევაში, თუ „სამეფო კლუბს“ მსოფლიო ჩემპიონის დამატების სურვილი ექნება, 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. 

შეგახსენებთ, „ბლანკოსი“ სატრანსფერო ბაზარზე 500 მილიონს დახარჯავს. ზინედინ ზიდანის სურვილების სიაში კი, პოგბასთან ერთად, ედენ აზარია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები