ესპანეთი

 2018/15/08 21:35

ესპანეთი
მარსელოს გზავნილი რონალდუსთვის
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ რონალდუს მარსელოს იუვენტუსში წაყვანა სურს. 

 ყველაზე დიდი ჯილდოა, როცა იღვიძებ და იცი, რეალის ფეხბურთელი ხარ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ტიტულების მოსაგებად, ყველაფერს ვაკეთებთ

მარსელომ იუვენტუსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი ნათქვამი კი, გზავნილს ჰგავდა რონალდუსთვის. მის ტურინში გადასვლასთან დაკავშირებით, ბრაზილიელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

ამის შესახებ, ლაპარაკი არ მსურს. ჩვენ ფინალში ვართ და ამაზე უნდა ვისაუბროთ.

ბევრი ტიტული მოვიგეთ, რისი გასაღებიც მუდმივი ვარჯიშია და ამაში ჩვენს მაქსიმუმს ვდებთ.

ატლეტიკო წაგებული ფინალების შემდეგ უფრო გაძლიერდა, მაგრამ ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს.

ყველა შეხვედრა ბრძოლაა, ამიტომ ყოველთვის მაღალ დონეზე უნდა ითამაშო. ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოცდა გვმართებს და ყველაფერს ვნახავთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში იქნება, – განაცხადა ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები