ეროვნული ლიგა 2

 2019/29/06 19:13

ეროვნული ლიგა 2
ქუთაისის ტორპედოს შემდეგ, ფოთის კოლხეთში სერიოზული პრობლემებია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქალაქი, რომელიც ქართული ფეხბურთის აკვნად ითვლება. ქალაქი, რომელშიც საქართველოში ფეხბურთის თამაში დაიწყეს, შესაძლოა საფეხბურთო გუნდის გარეშე დარჩეს. ქუთაისის ტორპედოს შემდეგ, ფინანსური კრიზისი ფოთის კოლხეთს აქვს. ამის შესახებ, ინფორმაციას კლუბის ოფიციალური facebook გვერდი ავრცელებს. 

– სამწუხაროდ საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ რომ ფოთის ,,კოლხეთი 1913'' დღეისათვის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება, რადგან გასული სეზონის მეორე ნახევრიდან, რბილად რომ ვთქვათ, გუნდის ხელმძღვანელთა და სპონსორთა არასწორი მენეჯმენტის გამო მას უამრავი დავალიანება დაუგროვდა, რის გამოც არაერთი სახის მკაცრი სანქციები ემუქრება. უპირველეს ყოვლისა, უახლოესი 2 დღის განმავლობაში გასასტუმრებელია გასულ სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში მოასპარაზე ბურკინა ფასოელი მცველის კრისტიან კაბორეს დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო ფიფა (FIFA) აკონტროლებს. გადაუხდელობის შემთხვევაში 2 ივლისიდან ჩვენს გუნდს წელიწად ნახევრის განმავლობაში აეკრძალება საფეხბურთო ტრანსფერების განხორციელება, რაც ბუნებრივია გუნდზე განსაკუთრებულად უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო ვალი ყოველ მიზეზის გარეშე მაინც გადასახდელი დარჩება. ასევე 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ 5 ყოფილი ფეხბურთელის დავალიანება რომლის არგადაუხდელობის შემთხვევაში გუნდს სავარაუდოდ,შარშანდელი სეზონის მსგავსად 6 ქულას დააკლებენ.გუნდის ხელმძღვანელობა  უკვე შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს და იმედს ვიტოვებთ რომ ისინი მოახერხებენ ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის პირველი გუნდი შესაძლებელია გაქრეს ქართული საფეხბურთო რუკიდან რასაც იმედია ჩვენი ქალაქი არასოდეს დაუშვებს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები