დიდი 10

 2019/27/01 17:19

დიდი 10
ქუთაისის აიამ არმაზი დაამარცხა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი, დიდი 10, საახალწლო შესვენების შემდეგ განახლდა და ძალიან შთამბეჭდავი მატჩებიც ვიხილეთ.

პატარძეულის ვეფხვები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ბოლო წამებზე ირაკლი ყიასაშვილისა და მერაბ კვირიკაშვილის კლასის ხარჯზე, ლელო სარასენსმა  ხელიდან გამოგლიჯა გამარჯვება (16:22).

ტურის დასკვნით შეხვედრაში კი, არმაზი და ქუთაისის აია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორივე გუნდს ძალიან სწრაფი და  კარგად მობურთავე უკანა ხაზი ჰყავთ და მატჩიც ძალიან სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრა ქუთაისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 17:3 დასრულდა, მაგრამ დიდი უპირატესობის მიუხედავად, მათ პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხეს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები