დიდი 10

 2019/14/01 19:16

დიდი 10
ქუთაისის აია გამოცდილი „ბორჯღალოსნით“ ძლიერდება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი, დიდი 10, კიდევ ერთი გამოცდილი და მრავლისმნახველი მორაგბით გაძლიერდა. ქუთაისის აიას რიგებში 31 წლის პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი ჩაირიცხა. ანტონი ბოლოს, პრო 14-ის კლუბ კარდიფში გამოდიოდა. მას, ასევე, პატივი ჰქონდა, „ბარბაროსების“  შავ-თეთრი კვათი მოერგო.  საქართველოს ეროვნულ გუნდში კი, 26 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 7 ლელოთი გამოიჩინა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები