დიდი 10

 2018/28/04 14:31

დიდი 10
ქუთაისის აია დიდი 10-ის ფინალშია [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ავჭალის სარაგბო სტადიონმა საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის დიდი 10-ის მცირე ფინალს უმასპინძლა, რომელშიც თბილისის ლოკომოტივი ქუთაისის აიას დაუპირისპირდა და 15-20 დამარცხდა. რკინიგზელებისთვის მატჩი ცუდად დაიწყო. საწყის წუთებში ლოკოს გარემარბი, გიორგი აფციაური, დაიმტვრა და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. პირველი ნახევარი უფრო ტაქტიკური ბრძოლა გამოვიდა და გუნდებმა ერთმანეთს ძალები მოუსინჯეს. პირველი ლელო ქუთაისელების ანგარიშზეა. აიას გრძელი მოლის შემდეგ, ლოკომოტივის ჩათვლის მოედანში ბურთი  დავით ლოსაბერიძემ დაამიწა. ლოკოს პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა ჰქონდა შერკინებაში, თუმცა, რკინიგზელებმა ამ უპირატესობის გამოყენება მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოახერხეს. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, შოთა თევზაძემ, ბექა წიკლაურზე გვიანი ბოჭვისთვის ბადრი დანგაძე გაასინბინა. ლოკომ ბურთი დერეფანში გადაიტანა, მოლი შეკრა და გიორგი ბეგაძემ ლელო გაიტანა.

მეორე ნახევარში აია ძალიან მოტივირებული გამოვიდა მოედანზე. ქუთაისელები შეტევებში მეტად აგრესიულად მოქმედებდნენ და ლოკოს შეცდომებს კარგად იყენებდნენ. ჯერ ბაბუნაშვილმა შეძლო მრვალფაზიანი შეტევების შემდეგ ლელოს დამიწება, შემდეგ კი თორნიკე მანაგაძეც კარგად გაისარჯა. ლოკომოტივმა დარჩენილ დროში ერთადერთი ლელოს გატანა შეძლო, რომელიც კვლავ გიორგი ბეგაძის ანგრაიშზეა, თუმცა, ამ ლელოს მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ქუთაისის აია 13 მაისს დიდი 10-ის ფინალს ითამაშებს. ფინალში ქუთაისელთა მეტოქე ლოკომოტივიდან, გორის ჯიქიდან და ბათუმიდან ერთ-ერთი იქნება.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები