სუპერლიგა

 2019/20/05 20:54

სუპერლიგა
ქუთაისი ფინალშია, დინამომ ბოლომდე იბრძოლა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სუპერლიგის ნახევარფინალური ეტაპი საკალათბურთო კლასიკით დასრულდა და ფინალში დელტას მეტოქე გაირკვა. ქუთაისმა მოქმედი ჩემპიონი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა.

ორივე გუნდს დიდი დანაკლისი ჰქონდა. სათადარიგოზე მყოფი 7-7 მოთამაშიდან, ქუთაისმა სრულფასოვნად 2, ხოლო დინამომ 1 გამოიყენა. ამის მიუხედავად, შეხვედრა მაინც სანახაობრივი გამოვიდა, რასაც ქუთაისელი ფანების გულმხურვალე გულშემატკივრობა ემატებოდა.

მასპინძლებმა ინიციატივა თავიდანვე ხელთ იგდეს და საკმაოდ კარგად დაიწყეს. პირველ მეოთხედში პერიმეტრი დაიტვირთა – ჯამში, 6 სამიანი ჩავარდა. მეოთხედი ქუთაისმა 24:19 მოიგო. დინამო მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდა და საფრთხის წინაშე ამყოფებდა. 7:0 გაქცევის შედეგად, სტუმრებმა პირველი ლიდერობა მოიპოვეს და ტაიმის მიწურულს, წინაც იყვნენ. შესვენებაზე თბილისელები 41:40-ს იგებდნენ.

მეორე ნახევარი ქუთაისმა საოცრად დაიწყო. ზედიზედ 3 შეტევაში 3-3 ქულა აიღეს და ანგარიში 49:41 გახადეს. ამას სტუმართა ჯარიმებით დატვირთვა მოჰყვა. დინამოელებმა 2 წუთში 5 გოლი მიიღეს. იმერლები უპირატესობას ინარჩუნებდნენ. მეოთხედის დასრულებამდე 22 წამით ადრე, შეტევაში სწრაფად გადავიდნენ, მაგრამ დაჯარიმდნენ და 11-ქულიანი უპირატესობის მოპოვების სანაცვლოდ, მეოთხე მეოთხედის წინ მხოლოდ 7 ქულას იგებდნენ – 59:52. დასკვნითი ათწუთეული სტუმართა 12:2-ით გაქცევით დაიწყო. დარჩენილ დროში ვითარება დაიძაბა, რა დროსაც, უკეთ ქუთაისი წარმოჩნდა და წუთ-ნახევრით ადრე 6 ქულითაც გალიდერდა. დინამო ბევრს ეცადა, მაგრამ შეხვედრა ვერ გადაარჩინა – 74:78.

მარცხის მიუხედავად, შეხვედრაში საუკეთესო დემაგოი ბუბალო იყო – 25 ქულა. მას მხარი მხოლოდ ჯორდან სვოფშირმა აუბა – 19 ქულა, 12 მოხსნა. ქუთაისს 21 ქულით, ჯონათან ლიმ ულიდერა. აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 18 ქულა და 7 მოხსნაა. 

ფინალში ქუთაისის მეტოქე დელტა იქნება, რომელმაც ორივე ეტაპი 3:0 მოიგო. პირველი ორი შეხვედრა იმერეთში გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები