ესპანეთი

 2019/05/09 23:16

ესპანეთი
ქარიმ ბენზემას BBC ენატრება...
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

მადრიდის რეალის შემტევმა, ქარიმ ბენზემამ, დაშლილ ტრიოზე (BCC) ისაუბრა. მისი თქმით, გარეთ ბეილი რაკეტა იყო, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ გოლების მანქანა.

– რა უნდა ქნა, როდესაც გვერდზე ისეთი რაკეტა გყავს, როგორიც ბეილია? ან ისეთი გოლების მანქანა, როგორიც რონალდუა?! მათ ფონზე შავი სამუშაო უნდა შეასრულო. გოლები რონალდუს დროსაც გამქონდა, მაგრამ ძირითადად, მომენტების შექმნაზე ვიყავი ორიენტირებული აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 34 წლის პორტუგალიელი შემტევი იუვენტუსში გასულ წელს გადავიდა. უელსელი მოთამაშე კი, „სამეფო კლუბის“ დატოვებასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ, ზინედინ ზიდანის გულის მოგება მოახერხა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები