ესპანეთი

 2018/15/10 17:10

ესპანეთი
ქარიმ ბენზემა აზიურ ვარიანტებს განიხილავს. ფლორენტინო პერესი თანახმაა
ავტორი
გოგა წურწუმია

მადრიდის რეალის ფეხბურთელმა, ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა, იანვარში „სამეფო კლუბი“ დატოვოს. Goal.com-ის ცნობით, 30 წლის თავდამსხმელი კარგი ფინანსური შეთავაზების შემთხვევაში, აზიურ ვარიანტსაც განიხილავს. 

„ლოს ბლანკოსის“ ხელმძღვანელი, ფლორენტინო პერესი მზად არის, ის 50 მილიონ ევროდ გაუშვას, თუმცა, ჯერჯერობით, ვარიანტები არ ჩანს. ბენზემა რეალში 2009 წლიდან ირიცხება. მადრიდულ გრანდთან ერთად, ის ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ოთხჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები