ფიგურული სრიალი

 2019/26/01 17:00

ფიგურული სრიალი
ქართველმა მოციგურავემ ევროპის ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ფიგურულ მოციგურავეებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორის ყვითელაშვილმა ორი ცდის ჯამში 219.79 ქულა მოაგროვა და გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა. 

მოკლე პროგრამის შემდეგ, მორისი  146.75 ქულით მეთხუთმეტე ადგილზე იყო , თავისუფალ პროგრამაში კი, გამოსვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ხუთი საფეხურით წაიწია წინ. 

რაც შეეხება, მეორე  ქართველს ირაკლი მაისურაძეს, მან ასპარეზონა  23-ე ადგილზე დაასრულა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები