ჰოკეი

 2019/23/04 18:08

ჰოკეი
ქართველმა ჰოკეისტებმა მექსიკა დაამარცხეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მექსიკაში  მსოფლიო ჩემპიონატის ბ დივიზიონში იღებს მონაწილეობას. ჩრდილოეთ კორეასთან მარცხის შემდეგ, ქართველმა ჰოკეისტებმა მასპინძელი მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამივე გოლი ალექსანდრე ვასილიჩენსკოს ანგარიშზეა.

გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი მიმდინარე წელს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, რისთვისაც საჭიროა, ბოლო ადგილს თავი ავარიდოთ. ამ დროისთვის,  საქართველოს ნაკრები 3 ქულით, ბოლოსწინა ადგილზეა. 

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი  24 აპრილს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები