ეროვნული ნაკრებები

 2019/11/02 15:14

ეროვნული ნაკრებები
ქართველი ტალანტი ფრანგულ კლუბში ითამაშებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების 19 წლის მგეზავი, თედო აბჟანდაძე, ფრანგულ ბრივში ითამაშებს. თედომ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ბრივში 2022 წლის ბოლომდე დარჩება. 

თედო აბჟანდაძემ თავი 2018 წელს საფრანგეთში ჩატარებულ 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა, რომლის შემდეგაც, მისით ფრანგული ტოპ 14-ის კლუბი პერპინიანიც დაინტერესდა, თუმცა, მან კარიერის გაგრძელება მშობლიურ ქუთაისის აიაში გადაწყვიტა. 

მან მალევე დაიმკვიდრა ბორჯღალოსნებში ადგილი. ფრანგულ კლუბს ქართველი ტალანტის თამაში არ გამორჩენია და გადაიბირა კიდეც. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები