სამბო

 2019/22/06 22:18

სამბო
ქართველი ქალი სამბისტები ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, სამბოში -72 კგ. წონით კატეგორიაში ნინო ოძელაშვილი ბელარუს ანჟელა ჟილინსკაიას დაუპირისპირდა.

ქართველი სამბისტი ძალიან აქტიურობდა და შეხვედრის შუაწელს, მეტოქის გაფრთხილებების გამო, ქულაც აიღო. რასაც მალევე გდება მოჰყვა და ნინომ მორიგი ქულა მოიპოვა. 

სამწუხაროდ, მეტოქემ ილეთი გააკეთა და ჩვენებური ძირს დასცა, რის შემდეგაც, გარუკვეველი მიზეზით ოძელაშვილს პირდაპირ წაგება ჩაუთვალეს და მასპინძელი სამბისტი გამარჯვებულად გამოაცხადეს. 

მორიგ ფინალში, +80 კგ. წონით კატეგორიაში ელენე ქებაძე უკრაინელ ანასტასია საპსაის შეხვდა და 0:4 დამარცხდა.

საბოლოოდ ქართველმა ქალმა სამბისტება ორი ვერცხლი მოიპოვეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები