ნიჩბოსნობა

 2019/26/06 20:10

ნიჩბოსნობა
ქართველი ნიჩბოსნები ფინალში იასპარეზებენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა ნიჩბოსნებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ვაჟთა შორის, 200 მეტრ დისტანციაზე შეჯიბრში, ზაზა ნადირაძემ პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია და უმაღლესი შედეგი აჩვენა, რითაც ფინალში პირდაპირ გადავიდა. ფინალი 27 ივნისს, 15:30 საათზეა ჩანიშნული.

გოგონათა შორის, მარიამ ქერდიკაშვილმა პირველი ეტაპი მეცხრე ადგილზე დაასრულა, რითაც ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მესამე პოზიცია დაიკავა და ფინალში გავიდა. გოგონების ფინალი იმავე დღეს, 15:35 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები