ლეგიონერები

 2019/03/07 15:56

ლეგიონერები
ქართველი მორაგბეები რუსული კლუბიდან მოკვეთეს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ქართველმა მორაგბემ, რევაზ ბროძელმა, რომელიც ამჟამად, რუსეთის ჩემპიონატის კლუბ სლავაში ასპარეზობს, გატანილი ლელო ქართველ თანაგუნდელებთან ერთად, თვალზე აფარებული ხელით აღნიშნა.

ამ ჟესტის მიზეზი თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული საზოგადოებისადმი გამოცხადებული სოლიდარობა იყო.

როგორც ცნობილია, ამ ფაქტის გამო, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველები გუნდიდან მოკვეთეს. საგულისხმოა, რომ ადგილობრივი დეპუტატები იმ ქართული საფეხბურთო გუნდების ევროტურნირებიდან მოხსნასაც ითხოვდნენ, რომლებმაც ეროვნულ ლიგაში ოკუპაცია სხვადასხვა მეთოდით გააპროტესტეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები